წინანდლის სასტუმრო "რედისონში" ხანძარია

წინანდალში მდებარე სასტუმრო "რედისონში" ხანძარია. 

როგორც report.ge-ს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად წარმოქმნილი ძლიერი დაკვამლიანების გამო სტუმრების ევაკუცაია მიმდინარეობს. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.