ცინიკური იუმორი ბავშვის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაზე - გვარამია

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია "პოსტ ფაქტუმში" გასულ სიუჟეტზე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსის, ანდრია ჯაღმაიძის გამოხმაურებას პასუხობს: 

"აი, ასე უპასუხა ჯაღმაიძემ ჩვენს გუშინდელ სიუჟეტს ფერიის პანსიონში ძალადობაზე. 

ცინიკური იუმორი ბავშვზე არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაზე - ასე განმარტავს ქრისტიანობას საპატრიარქოს სპიკერი",- წერს ნიკა გვარამია.