საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 604 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ განახლდა stopcov.ge-ზე. 

მთავრობის ოფიციალურ საიტზე, ამ დროისათვის არსებული მონაცემები ასეთია:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 604

მათ შორის გამოჯანმრთელებული - 240

მათ შორის გარდაცვლილი - 9

კარანტინის რეჟიმში - 4887

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 500

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3