ციციშვილის კლინიკაში 6 წლის კოვიდინფიცირებული ბავშვი გარდაიცვალა

ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა.  ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის ინფორმაციით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და რეანიმაციაში იმყოფებოდა.

მას ჰქონდა ცერებრული დამბლა და ეპილეფსია, განუვითარდა სეპტიური შოკი.