ცხინვალის ე.წ. იუსტიციის მინისტრს სახლის ფანჯრები ჩაუმსხვრიეს

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. იუსტიციის მინისტრს, ზალინა ლალიევს უცნობმა პირებმა სახლის ფანჯრები ჩაუმსხვრიეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია დეფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

შემთხვევა ღამით, დაახლოებით ღამის 23:00 საათზე, ტაბოლოვას ქუჩაზე მოხდა. თავდამსხმელებმა ზალინა ლალიევის სახლს ქვები დაუშინეს.

თავდამსხმელების ვინაობა ამ დრომდე უცნობია.