ცხინვალის სკოლებში კარანტინი გამოცხადდა

ცხინვალის სკოლებში გრიპის ვირუსთან დაკავშირებით კარანტინი გამოცხადდა.  დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენელის მარინა კოჩიევას განცხადებით საგანმანათლებლო დაწესებულებებში საგაკვეთილო პროცესებს არ ესწრება მოსწავლეების დაახლოებით 80%.

”გაირკვა, რომ რიგ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა, ხოლო საბავშვო ბაღებში ბავშვების რაოდენობა არ აღემატება 20% -ს. გადაწყდა, რომ სასწავლო პროცესი შეჩერდეს 2020 წლის 22 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით",- განაცხადა კოჩიევმა.

მიმდინარე თვეს დე ფაქტო ცხინვალის სამედიცინო დაწესებულებებს ვირუსით ინფიცირებულმა 429 ადამიანმა მიმართა, რომელთაგან 330 პაციენტი 15 წლამდე ასაკის ბავშვია.