ცხინვალში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

ცხინვალის რეგიონში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. როგორც მომხმარებელთა უფლებების ზედამხედველობის დეფაქტო სამსახურის ხელმძღვანელმა, მარინა კოჩიევამ განაცხადა, 40-მდე პირის ტესტის შედეგებს ელოდებიან.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 244 ადამიანი.