კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა, - ახალი მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ საიტზე stopcov.ge.-ზეა განთავსებული.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 40 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებული 1,  კარანტინის რეჟიმში 1344 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 216.