წმინდა ცეცხლი საქართველოშია

იერუსალიმის მაცხოვრის აღდგომის ტაძარში გადმოსული ღვთაებრივი ცეცხლი უკვე საქართველოშია. ის თბილისის აეროპორტში პეციალურმა სამკაციანმა ჯგუფმა ჩამოაბრძანა. 

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, ცეცხლი ეპარქიებში დღესვე გადანაწილდება. 

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება მართლმადიდებლურ ტაძრებში 23:00 საათზე დაიწყება.