ცნობილია, რომელ ვაქცინებს მიიღებს საქართველო ზაფხულში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ამჟამად 20 000 დოზა სხვადასხვა ვაქცინაა.

NCDC-ის ცნობით, ქვეყანა ვაქცინების დამატებით დოზებს ზაფხულში ელოდება.

"უახლოეს მომავალში ველოდებით:

კოვაქსის პლატფორმიდან:

43 000 ასტრაზენეკას - ივნისში;

500 000 სინოფარმს - ივლისში.

კოვაქსის პლატფორმიდან ჯამში მივიღებთ 1 400 000 დოზა ვაქცინას, საიდანაც ამ ეტაპზე 200 000 დოზამდე გვაქვს მიღებული.

ბილატერალური მოლაპარაკებების შედეგად: 1 000 000 პფაიზერს - მესამე კვარტალში.

მიმდინარეობს მოლაპარაკება სინოვაკთან, ნოვოვაქსთან, მოდერნასთან", - აღნიშნულია ინფორმაციაში.