ცნობილია, როდის შეძლებთ საახალწლოდ მორთული ორბელიანების სასახლის დათვალიერებას - PHOTO

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მოქალაქეებს საახალწლოდ მორთული ორბელიანების სასახლის ეზოს და საახალწლო ნაძვის ხის დათვალიერების შესაძლებლობა ექნებათ.

,,31 დეკემბრიდან 7 იანვრამდე 10:00 საათიდან 20:00 საათამდე ნებისმიერ მსურველს საახალწლოდ მორთული ორბელიანების სასახლის ეზოს და საახალწლო ნაძვის ხის დათვალიერების შესაძლებლობა ექნება.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გილოცავთ ახალ წელს და სიხარულსა და ბედნიერებას გისურვებთ!", - აღნიშნულია ინფორმაციაში.