ცნობილია, როდის შეძლებთ მართვის მოწმობის გამოცდაზე გასვლას

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობით, მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარება 2021 წლის 18 იანვრიდან განახლდება.  

უწყების ინფორმაციით, 18 იანვრიდან მომსახურების სააგენტოს მიერ, პანდემიის პირობებში, რეგულაციების სრული დაცვით მოქალაქეებისთვის სერვისების მიწოდება ეტაპობრივად აღდგება.

როგორც სააგენტოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სააგენტოს სერვისცენტრები, 31 დეკემბერს, 1, 2, 3 და 7 იანვარს არ იმუშავებს.