ცნობილმა ექიმებმა ახალციხეში 60-მდე მასწავლებელი აცრეს - PHOTO

UNICEF-ის პროექტის ფარგლებში, ამჯერად ახალციხის სკოლების 60-მდე მასწავლებელსა და ადმინისტრაციის წარმომადგენელს ჯანდაცვის ცნობილი ექსპერტები შეხვდნენ და COVID-19-ის, ვაქცინაციის მნიშვნელობის და ამ მიმართულებით საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

შეხვედრის შემდეგ დამსწრეთა უმრავლესობამ ჩაიტარა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. შეხვედრა გაეროს ბავშვთა ფონდის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.