ცოფთან ბრძოლის აქცია წვიმის გამო გადაიდო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიება უამინდობის გამო გააუქმა.

როგორც report.ge-ს სურსათის ეროვნულის სააგენტოდან აცნობეს, უფასო ვაქცინაციის აქცია ქვეყნის იმ ქალაქებში გაიმართება სადაც „კარგი ამინდია“. თბილისის მცხოვრებლებს კი მომსახურების მიღება სააგენტოს სამმართველოში - მარშალ გელოვანის გამზ. N6-ში ნებისმიერ სამუშაო დღეს 09:00-დან 18:00 საათამდე შეუძლიათ.

28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. ცოფი ვაქცინით მართვადი ვირუსული დაავადებაა და იგი მსოფლიოს 150 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ადამიანებზე ცოფის ვირუსის გადაცემა თითქმის 99% შემთხვევებში ძაღლებისგან ხდება.