ცოტნე გამსახურდია სტამბოლში გადაჰყავთ

ცოტნე გამსახურდია მკურნალობის კურსს სტამბოლში, ერთ-ერთ კლინიკაში გააგრძელებს. პაციენტი თურქეთში თვითმფრინავით გადაჰყავთ.

ცოტნე გამსახურდია ვერაზე 19 დეკემბერს დაჭრეს. რის გამოც პოლიციამ 5 ადამიანი დააკავა. 22 დეკემბერს სასამართლომ ცოტნე გამსახურდიას საქმეზე 4 დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა, 1 კი სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.