წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

"ჯივიპი 12 იანვარს, სოფ. ფონიჭალაში, სატუმბო სადგურში აუცილებელ ტექნიკურ სამუშოებს განახორციელებს.

სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, დღეს, 12 იანვარს 11:00 საათიდან 23:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: პატარაიას და გზისკარის ქუჩას, შესახვევებით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.