წყალი 8 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

"ჯივიპი 13 იანვარს, კრწანისის რაიონში, ვახტანგ გორგასლის ქ. N73 -თან ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშოებს განახორციელებს. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, ხვალ, 11:00 საათიდან 19:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:

კრწანისის რაიონში, გორგასლის ქ. N41-N81; N8-N28; პროკურატურას, იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროებს, იუსტიციის სააგენტოს, გულუას ქ. N10 (შსს); გორგასლის შესახვევს; ორთაჭალის ქ N1-N5; N2-N6", - აღნიშნულია ინფორმაციაში.