წყალი 9 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი"  სოფ.თხინვალაში, რეზერუარზე, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, ხვალ, 8 დეკემბერს, 11:00 საათიდან 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ვაკის რაიონში: სოფ. თხინვალას, სოფ. თხინვალას აგარაკებს, ავთო ვარაზის, ლეო კვაჭაძის, კეჭაყმაძის, შუამინდვრის, წმინდა წყლის ქუჩებს", - აღნიშნულია განცხადებაში.