წყალტუბოში ბინის მიღებაზე დევნილთა განაცხადების შევსება დაიწყო

წყალტუბოში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების შევსების პროცესი დაიწყო.

ამ ეტაპზე, დევნილთა, ეკომიგრანტთადასაარსებოწყაროებითუზრუნველყოფისსააგენტო ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 140 დევნილ ოჯახს, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად გადასცემს.

დამატებით, 420 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის, 6 კორპუსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც 2021 წლის პირველ ნახევარში დასრულდება.

წყალტუბოში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება, იმერეთის რეგიონში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ.

განაცხადების მიღების პროცესი 3 თებერვალს დაიწყო და 17 თებერვლამდე გაგრძელდება.

დევნილიოჯახები განაცხადებს,ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში შეავსებენ.