წყალი შეწყდება - GWP მოსახლეობას აფრთხილებს

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

"ხვალ, 16 ივლისს, ვაკის რაიონში, ლეო და ნოდარ გაბუნიების ქუჩაზე დაგეგმილი აუცილებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 16/07 12:00 საათიდან 16/07 19:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:

ნუცუბიძის 4 პლატოს N 30, 31, 30ა, 38 კორპუსებს, N102 საბავშვო ბაღს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.