წყლის შიში ჰქონდა, ტბაში თავისი სურვილით არ შესულა - შაორის ტრაგედიის დეტალები

შაორში 14 წლის ბიჭის ცხედარი გუშინ იპოვეს. მისი მეზობლები ამბობენ, რომ ის ტბაში თავისი ნებით არ შესულა, რადგან მას წყლის შიში ჰქონდა. 

ბავშვის ცხედარი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროდან სოფელ ქორეთში უკვე გადაასვენე. 

"თავი აქვს დარტყმული, მძღოლი იმ წუთშივე ჩავიდა ტბასთან, მაგრამ ვერ უნახავს", - ამბობს გარდაცვლილი ბავშვის მეზობელი.