წვიმა და თოვლი - ამინდი მკვეთრად გაუარესდება 

31 იანვარს, სინოპტიკოსები ნალექს პროგნოზირებენ.

იწვიმებს თბილისშიც, ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსი იქნება.

ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში წვიმა და +9 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.

თელავში ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსი იქნება. +14 გრადუსია მოსალოდნელი ლაგოდეხში, სიღნაღში კი +13.

მესტიაში მოთოვს და -1 გრადუსი იქნება. ცაგერში +3 გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი. ითოვებს ბახმაროშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსია ნავარაუდევი.