წვიმა და თოვლი - ზოგიერთ რეგიონში ამინდი გაუარესდება

12 მარტს ზოგიერთ რეგიონში წვიმაა მოსალოდნელი.

თბილისში ღამით +8 გრადუსი იქნება, დღისით კი +22 გრადუსი.

ბათუმში იწვიმებს, ღამით +12, დღისით კი +16 გრადუსი იქნება. ნალექია ნავარაუდევი ზუგდიდში და ქუთაისში, სადაც  ღამით +10, დღისით +17 გრადუსი იქნება.  

თელავში ღამით +7 გრადუსია ნავარაუდევი, დღისით +22 გრადუსი იქნება. +11 გრადუსი იქნება ღამით ლაგოდეხში, დღისით კი +24. სიღნაღში ღამით +9, დღისით კი +20 გრადუსი იქნება.

მესტიაში მოთოვს, ტემპერატურა ღამით -2 გრადუსამდე დაეცემა, დღისით +10 გრადუსი იქნება. ცაგერში იწვიმებს, ღამით +8 გრადუსი, დღისით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. 0 გრადუსი და თოვლჭყაპია მოსალოდნელი ბახმაროში, დღისით კი +9 გრადუსი იქნება.