"თუ გინდათ, ეს თქვენც იგრძნოთ, მომბაძეთ" - ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ სიგარეტის მოწევას თავი 5 წლის წინ დაანება. 

"5 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს დამინებებია სიგარეტზე თავი და მართლა დასანოუთებელი თარიღია.

თუ გინდათ იგრძნოთ სინამდვილეში როგორია გემოები და რა კარგია დილა სუფთა ფილტვებით, მომბაძეთ" - წერს ჟორჟოლიანი.