"თუ რაღაც ისე ვერ წავიდა, იცოდეთ, ძალიან მიყვარხართ" - რატომ დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია ლაშა ბექაურს

ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა სოციალურ ქსელ "ინსტაგრამზე" კლინიკაში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა:

"თუ რა­ღაც ისე ვერ წა­ვი­და, იცო­დეთ, ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხართ".

როგორც ირკვევა სპორტსმენს თიაქრის გეგმიური ოპერაცია ჩაუტარდა. ოლიმპიური ნაკრების ექიმის ზურაბ კახაბრიშვილის ინფორმაციით, მას ასევე გაძნელებული აქვს სუნთქვა, რის გამოც მომდვენო კვირაში პოლიპების ოპერაციას გაუკეთებენ.