თუშეთში მწყემსი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა

ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე კაცი რამდენიმე მეტრი სიმაღლიდან გადავარდა. 

გავრცელებული ინფორამაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა მწყემსს ცხვარი საძოვარზე გადაჰყავდა.

როგორია მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჯერჯერობით უცნობია.

შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის და სასწრაფო დახმარების ჯგუფები გაემგზავრნენ.