თუშეთში, სიმაღლიდან გადავარდნილი მწყემსი ამოიყვანეს

თუშეთში, სიმაღლიდან გადავარდნილი მწყემსი ამოიყვანეს და ის საავადმყოფოში გადაჰყავთ. 

ამის შესახებ report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. 

როგორია დაშავებული მამაკაცის ჯანმთრთელობის მდგომარეობა, ჯერჯერობით უცნობია.

ცნობისთვის, ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე კაცი რამდენიმე მეტრი სიმაღლიდან გადავარდა.

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა მწყემსს ცხვარი საძოვარზე გადაჰყავდა.