თურქეთში ავტობუსი სატვირთოს შეეჯახა - არის მსხვერპლი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თურქეთში. სამგზავრო ავტობუსისა და სატვირთოს შეჯახების შედეგად დაშავდა სამი და დაიღუპა ერთი ადამიანი. 

ამ ეტაპზე უცნობია, იმყოფებიან თუ არა ავტობუსში საქართველოს მოქალაქები. 

როგორც report.ge-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შესახებ ინფორმირებული არიან საქართველოს საკონსულო დაწესებულებები და დაშავებულთა მოქალაქეობა დგინდება.

,,შემთხვევის შესახებ ინფორმირებული არიან საქართველოს საკონსულო დაწესებულებები ანკარასა და სტამბოლში. ისინი ოპერატიულ კავშირზე იმყოფებიან თურქეთის სამართლადამცავ სტრუქტურებთან და ამ წუთებშიც იღებენ ინფორმაციას ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული პირების შესახებ. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია თურქეთის ერთი მოქალაქე და მძიმედ დაშავებულია თურქეთის 3 მოქალაქე, რაც შეეხება დანარჩენ 21 ადამიანს, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით,  მათ აღენიშნებათ მსუბუქი დაზიანებები. მოქალაქეობა დგინდება", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.