გარდაბანში ათი თვის ჩვილი გარდაიცვალა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში 10 თვის ბიჭი გარდაიცვალა. აღნიშნული ფაქტი report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩვილს მენინგიტი ჰქონდა.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე საქმე 116-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.