თვითდასაქმებულებს სახელმწიფო 300 ლარით დაეხმარება

მოქალაქეები, რომლებიც თვითდასაქმებულები იყვნენ და შექმნილი კრიზისის გამო შემოსავლის გარეშე დარჩნენ, სახელმწიფოსგან დახმარებას მიიღებენ. ამის შესახებ განცხადება მთავრობის მეთაურმა ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას გააკეთა. 

გიორგი გახარიას თქმით, სოციალური სამსახური მოახდენს ამ მოქალაქეების იდენტიფიცირებას და მათი დახმარება მოხდება ერთჯერადად 300 ლარის ოდენობით.   

გიორგი გახარიას განცხადებით თვითდასაქმებულს მოუწევს წარმოადგინონ რაიმე სახი დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებს, რომ მათ შემოსავალი უფიქსირდებოდათ.