წალენჯიხაში ავტომობილი 6 წლის ბავშვს დაეჯახა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი 6 წლის ბიჭს დაეჯახა. 

სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ჯგუფმა დაშავებული არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.