უახლესი მონაცემები საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შესახებ

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 12-ით გაიზარდა და 695 გახდა. მონაცემები სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე StopCov.ge-ზე განახლდა.

გაიზარდა განკურნებულთა რაოდენობაც. ვირუსისგან კიდევ 6 ადამიანი განიკურნა და ახლა მათი რიცხვი 425-ს აღწევს.

ამ დროისათვის, კარანტინის რეჟიმში 3 822 პირი იმყოფება.

სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 360.

პანდემიის პერიოდში გარდაცვლილია 12 ადამიანი. .