უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

აღმოსავლეთ საქართველოში 17-18 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 19-20 დეკემბერს კი ზოგგან იწვიმებს. ტემპერატურა +8, +12 გრადუსი იქნება. 

დასავლეთ საქართველოში 17-22 დეკემბრის ჩათვლით წვიმაა ნავარაუდევი. ჰაერი +8, +14 გრადუსამდე გათბება. 

მაღალ მთაში თოვლს ელოდებიან. ტემპერატურა ღამის საათებში -2 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით ჰაერი მაქსიმუმ +4 გრადუსამდე გათბება. 

თბილისში 17-დან 21 დეკემბერის ღამის ჩათვლით წვიმაა მოსალდონელი. 22 დეკემბერს კი დედაქალაქში თოვლჭყაპს ელოდებიან. ტემპერატურა დღისით +10, +13 გრადუსი დაფიქსირდება.