უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, 24 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.

25 ივლისიდან 27 ივლისამდე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ისევ დაცხება. მოსალოდნელია უნალექო ამინდი, საშუალო ტემპერატურა 31-დან 35 გრადუსამდე.