უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი საქართველოში

13, 14 და 15 აპრილს დასავლეთ საქართველოს ბარში უმეტესად მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი. უმეტეს ქალაქებსა და რაიონებში იწვიმებს, ჰაერის მინიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით +4, ხოლო დღისით მაქსიმალური ნიშნული +25 გრადუსი სითბო იქნება. 

იწვიმებს დასავლეთის მთიან რაიონებშიც, ტემპერატურა 0-დან +24გრადუსამდე დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 13 დან 15 აპრილის ჩათვლით უმეტესად იწვიმებს, შედარებით უნალექო ამინდია მოსალოდნელი 15 აპრილს.  ტემპერატურა +5-დან, +24 გრადუსამდე დაფიქსირდება.

13-14 აპრილს იწვიმებს მთაშიც, უნალექო ამინდი იქნება 15 აპრილს. ჰაერის ტემპერატურა +2, +21გრადუსი დაფიქსირდება.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში აღნიშნულ 3 დღიან მონაკვეთში უნალექოდ მხოლოდ 15 აპრილია ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა ღამით +8, ხოლო დღისით +22 გრადუსამდე მიაღწევს.