უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

17 ივნისამდე საქართველოში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. დღეს, 14 ივნისს საქართველოს ძირითად ტერიტორიაზე, სინოპტიკოსები უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. 

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, ზოგან, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

ქვეყნის ორივე ნაწილში, 15 ივნისიდან ტემპერატურის 33 გრადუსამდე მომატებაა მოსალოდნელი, თუმცა, 15 და 16 ივნისს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

17 ივნისს ამინდის კვლავ გაუარესებაა მოსალოდნელი.