უბედური შემთხვევა ბათუმში - 3 წლის ბავშვს რკინის კარი დაეცა და დაიღუპა

ბათუმში უბედურ შემთხვევას 3 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოცემა “აჭარაNews”-ის ინფორმაციით მცირეწლოვანს ბავშვ რკინის კარი დაეცა.

“ახალ ბინაში გადადიოდნენ, რკინის კარები ჩამოხსნეს და კედელზე მიაყუდეს, ამ დროს გადმოყირავდა კარი და დაეცა ბავშვს,”-ამბობს ოჯახის ახლობელი.