უბედური შემთხვევა ჭიათურის მაღაროში

უბედური შემთხვევა მოხდა ჭიათურის მაღაროში. გავრცელებული ინფორმაციით, 57 წლის მამაკაცი მაღაროში გარდაიცვალა.

აღნიშნული შემთხვევა, ჭიათურის სოფელ ითხვისის მაღაროში მოხდა. მერაბ მუმლაძე მაღაროში 18 წლის განმავლობაში მუშაობდა.