უბედური შემთხვევა გურიაში - კაცი ხიდან ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა

ჩოხატაურში, 45 წლამდე კაცი, რომელიც ელექტროხერხით, ერთ-ერთ ოჯახში კერძო სამუშაოს ასრულებდა, ხიდან ჩამოვარდა.

დაშავებული ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

ექიმის ინფორმაციით, საავადმყოფოში შეყვანისას მდგომარეობა მძიმე იყო. დაშავებულს აღენიშნებოდა ტრავმული შოკი, მენჯის მოტეხილობა, თირკმლის დაჟეჟილობა და ქალა-ტვინის ტრავმა. 

გარდაცვლილს მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

წყარო: გურია ნიუსი