უბედური შემთხვევა რუსთავში - ახალგაზრდა მამაკაცი მატარებელს ემსხვერპლა

უბედური შემთხვევა რუსთავში. წითელი ხიდის მიმდებარედ 23 წლის მამაკაცი მატარებელმა იმსხვერპლა. 

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მწყემსი იყო და ის ლიანდაგებზე ცხვრების გადარეკვას ცდილობდა რა დროსაც მატარებელი დაეჯახა. 

აღნშნული შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

როგორც Report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის ნორმების დარღვევას გულისხმობს.