უბედური შემთხვევა სამეგრელოში - დაღუპულია 33 წლის მამაკაცი

სამეგრელოში, წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში 33 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ, შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა.

უბედური შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ნათესავთან ერთად სანადიროდ იყო წასული.

სოფელში მერის წარმომადგენლის მამუკა ჩხაპელიას განცხადებით, ეს არის უბედური შემთხვევა და სხვა ვარიანტი არ განიხილება, რადგან ბიძაშვილ-მამიდაშვილები ძმებივით ერთად გაზრდილები არიან და ერთმანეთში კონფლიქტი არ ჰქონიათ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.