უბნები, სადაც ელექტროენერგია შეიზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას ,,თელასი" ავრცელებს.

შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

სამგორის რაიონი

10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვიქტორ კუპრაძის, ღლონტის და ქინძმარაულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორი 2-ის დასახლების და იუმაშევის ქუჩის მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება ჭირნახულის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი
01 საათიდან 03 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ელიას მთის, ვაზისუბნის III მიკრორაიონის I კვარტლის, ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის, ვაზისუბნის II და II-ა მიკრორაიონების, ვაზის, თამარ ღვალაძის, გიორგი დეკანოზიშვილის, სომხეთის ჩიხის, სიმონ და თინა ყაუხჩიშვილების, თეოფანე დავითაიას და აჩაბეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის, ვაზისუბნის II და IIა მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი
 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფ. დიღმის, დიდი დიღომის I მიკრორაიონის, დიდი დიღომის III მიკრორაიონის, ტარიელის, მეფე მირიანის და ვეფხისტყაოსნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ-ის, აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კმ-ის, დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაკვეთების) და გრიგოლ ფერაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანაგის, იოსებიძის, არჩილ სულაკაურის, გოთუას და შარტავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი
1 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იონა მეუნარგიას და ზაქარიაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.