უბნები, სადაც ელექტრომომარაგება შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო 26 ნოემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. 

"თელასის" ცნობით, საბურთალოს რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა მინდელის ქუჩის მოსახლეობას შეეხება.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სოფელი დიღმის და „ჩალისპირების“ დასახლების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) და კარტოზიას ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. ხოლო ამავე მიზეზით, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის და პიმენ ყურაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სოფელი წავკისის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გლდანის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიის, თეიმურაზ ბატონივილის, მახვილაძის, ხუდია ბოჩალოელის, ქერჩის, ომარ ხიზანიშვილის და ნუგზარ კალანდაძის ქუჩების მოსახლეობას.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭედიას, შუშის, ტაძრის, სარაჯიშვილის, ლაზოს, წყალსადენის, ბაღნარის, მონასტრის და წერეთლის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.