უბნები თბილისში, სადაც ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 22 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ,,თელასი" ავრცელებს.

შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

სამგორის რაიონი - 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭირნახულის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი -11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების და რუსთავის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი - 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის და ქერჩის ქუჩის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის I, II მიკრორაიონების, აკაკი ვასაძის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი -10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების, პეკინის გამზირის, კონსტანტინე გამსახურდიას I და II კვარტლების, მეფე მირიანის, კოსტავას, საბურთალოს, ვახტანგ ჭაბუკიანის, ხვიჩიას და შარტავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საირმის და შმიდტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი - 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის და დოდო აბაშიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.