სპორტსმენი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, მიმართვას ავრცელებს - VIDEO

„მე ვარ ის სპორტსმენი, რომელიც სამეგრელოში იმყოფებოდა, ჩემზე გავრცელებული უამრავი ჭორისა და ცრუ ინფორმაციის გამო იძულებული გავხდი ეს ვიდეო ჩამეწერა", - ქართველი სპორტსმენი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ვიდეომიმართვას ავრცელებს.

,,პირველ რიგში, მინდა გულწრფელი ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ხალხს, ვინც ჩემს გამო ახლა კარანტინში იმყოფება, გულწრფელად ყველას ვუხდი ბოდიშს, ვიცი დამნაშავე ვარ და ჩემს დანაშაულს არ აქვს გამართლება.

მაგრამ მე ეს შეგნებულად არ გამიკეთებია, მე არანაირი სიმპტომები არ გამაჩნდა, არც სიცხე, არც ხველება, არც ყელის ტკივილი, ვიყავი სრულიად ჯანმრთელი, თავს ვგრძნობდი მშვენივრად", - აცხადებს სპორტსმენი ვიდეომიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება.