სრულიად საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე გახდა

სრულიად საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე გახდა. მუსლიმთა საბჭოს არჩევნები რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. 

მოქმედ მუფთს ბეგლარ ქამაშიძეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.

მუფთს 5 წლის ვადით 19 კაციანი მუსლიმთა საბჭო ირჩევს.

ადამ შანთაძე აქამდე, ბეგლარ ქამაშიძის მოადგილე იყო.