უბნები, სადაც ელექტროენერგია შეიზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 1-ელ მაისს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ინფორმაციას კომპანია "თელასი" ავრცელებს.

შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

საბურთალოს რაიონში

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სოფელი ლისის, სოფელი ქვემო ლისის, ფერმწერთა, ავთო ვარაზის და ანდრო ბიწაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ელიას მთის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, კაიშაურის, კიკეთის, ნიაბის და აბულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.