უკრაინაში ავარიას ორი ქართველი ემსხვერპლა

უკრაინაში ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს ორი მოქალაქე ემსხვერპლა. 

მათ სამშობლოში, სავარაუდოდ, 16 აპრილს ჩამოასვენებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ორივე მამაკაცი სამეგრელოდან იყო, ერთ-ერთი მათგანი კი, ოჯახთან ერთად წლების განმავლობაში უკრაინაში ცხოვრობდა.