უკვე გარეთ გასვლა უნდა - კახი კავსაძის ძმა

კახის რეაბილიტაციის პროცესი გეგმის მიხედვით მიდის, მას უკვე გარეთ გასვლა უნდა, მაგრამ ჯერჯერობით ვერიდებით, - ამის შესახებ Report.ge-ს კახი კავსაძის ძმამ, იმერი კავსაძემ განუცხადა.

"კახის კორონავირუსი გადატანილი აქვს და ახლა მთავარია, რომ აღვიდგინოთ ჯანმრთელობა. მისი რეაბილიტაციის პროცესი ნელ-ნელა წინ მიიწევს და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ის, ამჟამად, სახლში იმყოფება, გარეთ გამოსვლა ძალიან უნდა, მაგრამ,  ჯერჯერობით, ვერიდებით ", - განუცხადა Report.ge-ს იმერი კავსაძემ. 

ცნობისთვის, კაცი კავსაძეს კორონავირუსი 28 ნოემბერს დაუდასტურდა. მსახიობი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან 15 დეკემბერს გაწერეს.