უმაგრესი ამბავია, წამალი დარეგისტრირდა - გიორგი ფხაკაძე

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, სოციალურ ქსელში, აივ ინფექციის მკურნალობასთან დაკავშირებულ სიახლეს ეხმაურება: 

„უმაგრესი ამბავია, უმაგრესი. გაიხსენეთ, 3-2 წლის წინ ჩემი მოსაზრებები. ევროპაში წინა თვეს და ახლა შეერთებულ შტატებში, დარეგისტრირდა, თვეში ერთხელ HIV treatment.

მალე, სულ მალე გვექნება 2 თვეში ერთხელ წამალი და საბოლოოდ, მივდივართ  იქეთ, რომ წელიწადში ერთხელ იქნება საჭირო. ეს არის სამკურნალო და პრევენციის (PrEP) საუკეთესო საშუალება. იმედი მაქვს, რომ ეს წამლები მალე იქნება ხელმისაწვდომი საქართველოში“, – წერს გიორგი ფხაკაძე სოცქსელში.

ცნობისთვის, აშშ-ს მარეგულირებელმა ორგანოებმა დაამტკიცეს აივ ინფექციის პირველი ხანგრძლივი მოქმედების კომბინაცია, რომლებსაც შეუძლიათ შეცვალონ ყოველდღიური აბები, რომლებიც შიდსის ვირუსით ინფექციის კონტროლისთვის გამოიყენება.